თურქეთს არ სჭირდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ევროკავშირის წევრობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თურქეთს არ სჭირდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ევროკავშირის წევრობა, რადგან ამის ნაცვლად, მას შეუძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელშიც ერთიანდებიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. „ბი-სი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი უნდა დამშვიდდეს. არ არის საჭირო ლაპარაკი: „ევროპული კავშირი ნებისმიერ ფასად“. ასეთია ჩემი აზრი“, – აცხადებს ერდოღანი, რომლის კომენტარს გამოცემა „Hurriyet“ ავრცელებს.
„რატომაც არ უნდა შეუერთდეს თურქეთი შანხაის ხუთეულს? ამის შესახებ ვესაუბრე რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს – მათ, ვინც შანხაის ხუთეულში არიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

Visited 142 times, 1 visit(s) today