საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით თურქეთში ყოფნის ვადებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება მანამ, ვიდრე ამ თემაზე ქვეყნებს შორის მიმდინარე კონსულტაციები არ დასრულდება „ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული საზღვარზე მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდგომ ჟურნალიტებთან თურქეთის რესპუბლიკის მიერ საზღვრის კვეთის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
თურქეთში ყოფნის ვადებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება
17/01/2018