თურქეთში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სამეცნიერო წრეების, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე, საპატიო სტუმრები ირანიდან, ფერეიდნელი ქართველების სახით.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ნიგარ დემირჯან ჩაქარმა და საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა დუზჯეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ქართული კულტურის პოპულარიზაციის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ დუზჯეს უნივერსიტეტი, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში 3 ქართველი პროფესორი მოღვაწეობს საერთაშორისო მასშტაბით ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელ ავტორიტეტულ ცენტრად იქცა.

„შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში გაიმართა.

Visited 123 times, 1 visit(s) today