თუ პრეზიდენტი კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა, – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ივანიშვილს მადლობა იმიტომ ეკუთვნის, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად სწორედ მისი დანიშნულია.

”რაც შეეხება შეწყალებას, ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ მადლობა ხალხო, იმიტომ, რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი. თუ მარგველაშვილი ამათ შეიწყალებს და კარგი კაცია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ისინი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს დღეს ”ეროვნულმა ფორუმმა“ მიმართა.

Visited 197 times, 1 visit(s) today