თქვენ გინდოდათ შეწყალების კომისიის წევრობა და ვერ მოხვდით, თქვენთვის ეს არის პრობლემა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თქვენ გინდოდათ შეწყალების კომისიის წევრობა და ვერ მოხვდით, თქვენთვის ეს არის პრობლემა, თორემ არაფერი პრობლემა შეწყალების კომისიაში არ არის, – ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება კამათის მიზეზი გახდა.
ალეკო ელისაშვილმა ნანა კაკაბაძე დაადანაშაულა, რომ მას შეწყალების კომისიის წევრობა სურდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მიზანს ვერ მიაღწია, კომისიის კრიტიკა დაიწყო.
“ეკა ბესელია და მანანა კობახიძე რომ მერჩიან ეს ჩემთვის გასაგებია, თქვენ რატომ მერჩით ქალბატონო ნანა?! თქვენ გინდოდათ შეწყალების კომისიის წევრობა და ვერ მოხვდით, თქვენთვის ეს არის პრობლემა, თორემ არაფერი პრობლემა შეწყალების კომისიაში არ არის”, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა ნანა კაკაბაძეს.
ნანა კაკაბაძემ იმ ადამიანის ვინაობის დასახელება მოითხოვა, რომლისგანაც ალეკო ელისაშვილმა გაიგო, რომ მას შეწყალების კომისიის წევრობა სურდა. ალეკო ელისაშვილმა კონკრეტული ადამიანის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ იმ ადამიანებისგან გაიგო, ვისგანაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება მიიღო.
“შენ შეგიყვანეს შეწყალების კომისიაში, რომელსაც შეხება არ გქონია პატიმრებთან და მე, რომელიც ყოფილი პოლიტპატიმარი ვიყავი, მეუბნები, რომ მდომებოდა იქ არ ვიქნებოდი და თქვენ, რომელსაც არანაირი კვალიფიკაცია არ გაგაჩნდათ, იქნებოდით?! იმიტომაც შექმენით პრობლემები შეწყალების კომისიაში.
შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ტყუილის თქმა შეგიძლია. ისე ჩემმა შვილმა გაიხაროს, როგორც მე ერთი დღე მაინც მდომებოდა შეწყალების კომისიაში ყოფნა. ერთი ადამიანი დაასახელე, ვისაც ვუთხარი, რომ მინდა შეწყალების კომისიაში ყოფნა, რატომ იტყუები ასე უზნეოდ?! მე რომ მდომებოდა, გარწმუნებთ, რომ იქ ვიქნებოდი.
მე არ ვთქვი ის, რასაც შენზე პატიმრები მეუბნებოდნენ, რადგან არ ვფიქრობდი, რომ კორუმპირებული იყავი და შენ რა გქონდა იმის საფუძველი, რომ გააკეთე განცხადება, ნანა კაკაბაძე სადაც იყო, იქ კორუფცია იყოო?! გამეცი პასუხი, რა გქონდა ამის სააფუძველი, კითხვები რასთან დაკავშირებით იყო?! არ დამიმტკიცებ ამას და სადაც არ უნდა წახვიდე, იქ მოგთხოვ პასუხს”, -მიმართა ნანა კაკაბაძემ ალეკო ელისაშვილს.

Visited 190 times, 1 visit(s) today