თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.
სათათბირო საბჭოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე თხილის სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ყურადღება თხილის მავნებელ „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო, თხილის ფორუმთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.
სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ანგარიში წარმოადგინა.
სხდომის წევრებმა ასევე მოისმინეს ანგარიში თხილის სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაასახელა.
შეხვედრაზე აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია ლაბორატორიების კომპეტენციის დადასტურების შესახებ.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს ანგარიშების წარმოდგენისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი სერვისის ლაბორატორიის ქონა.
სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდნენ.

Visited 145 times, 1 visit(s) today