იდეალური ვერავინ იქნება და ამაზე პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიძინა ივანიშვილი პარტიებს მოუწოდებს, 24 სექტემბერს დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე წარმომადგენლები გამოაგზავნონ.
როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საუბარსა და მსჯელობაში გაყვება ნებისმიერ სპეციალისტს, რომელსაც ამაზე საუბარი სურს.

”24 სექტემბერს ვმართავთ მე-7 ეკონომიკურ ფორუმს, ჩემი თაოსნობით არის ეს ფორუმი დაფუძნებული. გაიმართება მსჯელობა, თუ რამდენად სწორად ფუნქციონირებს ახალი ხელისუფლება, დაწყებული ჩემგან, დასრულებული დღემდე. რა უნდა გაეკეთებინა სხვანაირად და არ გააკეთა. ყველა პარტიას ვთხოვ, გამოაგზავნოს ამ შეხვედრაზე თავისი წარმომადგენელი, რომელსაც ეკონომიკური ცოდნა გააჩნია, მაგრამ დემაგოგები – არა. მოვიდნენ და გვაჩვენონ, რომ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ვერ გაკეთდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რა არ გააკეთა სწორად მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ იდეალური ვერავინ იქნება და ამაზე პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ მაქსიმალური გაკეთდა.

”მიმართულება და დამოკიდებულება იყო სწორი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 83 times, 1 visit(s) today