ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის მიმართულებით. თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობას.
Visited 135 times, 1 visit(s) today