ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს, ლუსილა მაკლაფლინს შეხვდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის სამწლიანი პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება და მისი მიზანია, სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ვერა მერსედეს მარტინი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ფილიპ მაკკუჩენი სსფ-ის რეზიდენტი მრჩეველი საგადასახადო სისტემის საკითხებში.

Visited 79 times, 1 visit(s) today