ივანიშვილი თანდათანობით სრულიად არაადეკვატური ხდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სერგო რატიანის განცხადებით, დავით ნაფეტვარიძის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. როგორც მან აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულიად აბსურდული იყო. რატიანი საქმეში დანაშაულის ნიშნებზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ დაკავებისას და ბრალის წარდგენისას ადგილი ჰქონდა გაყალბებას.

”აქციაზე არაერთი პოლიციელი და უსფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო და ამ დროს ბრალის წარდგენა, ვიღაც ანონიმურ პირზე დაყრდნობით ხდება, რომელმაც თანამშრომელს მიაწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ. ბრალის წარდგენის დროს ეს მონაცემები ზუსტად ვერ გადაიტანეს და იქ უკვე სხვა რამე ეწერა, რომ მოქალაქეებს აგინებდა დავით ნაფეტვარიძე. აქედან გამომდინარე, გარკვეული დანაშაულის ნიშნებიც კი არის საქმეზე, რადგან გაყალბებას აქვს ადგილი ფაქტიურად. ივანიშვილი სრულიად არაადეკვატური ხდება თანდათანობით. რაც უფრო მთავრდება მისი ხელისუფლება, მით უფრო აბსურდული ხდება მისი ქმედებებიც და ბრალდებებიც”, – განაცხადა რატიანმა.

დავით ნაფეტვრიძე სამართალდაცველებმა მერიასთან, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდენ, მერია 29 ჰექტარი მიწის ფართობის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აპირებს.

Visited 311 times, 1 visit(s) today