ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკი გამართა

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა სამეცნიერო პიკნიკი. პიკნიკზე ორგანიზატორებმა სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის შემეცნებითი და გასართობი პროგრამა შესთავაზეს.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.

Visited 237 times, 1 visit(s) today