ილია მეორე რომ არ გვყავდეს, ჩვენზე უბედური ხალხი ქვეყანაზე არ იქნებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს არის ბოროტი ადამიანების მხრიდან აქედან წასული უბედურება”, – ასე აფასებს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბარშია დადანაშაულებული. როგორც ჩარკვიანმა prof-news-თან საუბარში განაცხადა, საქართველოს რომ ილია მეორე არ ჰყავდეს, „ჩვენზე უბედური ხალხი არ იქნებოდა ქვეყანაზე”.

„ეს ინფორმაცია, რომელიც დასავლეთს პატრიარქზე მიაწოდეს, ბოროტი, ურწმუნო კაცის მიერ მიწოდებულია ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ რომ პატრიარქი არ გვყავდეს, ალბათ ჩვენზე უბედური ხალხი არ იქნებოდა ქვეყანაზე. ილია მეორე მართლაც უწმინდესი და უნეტარესია! მოუსმენიათ პატრიარქის საუბარი საერთოდ? დღემდე გამოდის, საუბრობს, ლოცავს ქვეყანას და სიყვარულზე ქადაგებს. დღემდე გვეუბნება, რომ გვიყვარდეს ღმერთი, ადამიანი, შევეშვათ უბედურებას. ყველაფერს შესანიშნავს აკეთებს ეს ადამიანი და ეს ყველაფერი ჩვენივე ქვეყნიდან გასული უბედურებაა”, – განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

ჯანსუღ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება აუცილებლია.

Visited 880 times, 1 visit(s) today