ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 179 წელი აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 179 წელი აღინიშნა. ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, სოფელ ყვარელში დაიბადა და 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურში გარდაიცვალა. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ მწერალი შერაცხულია წმინდანად. ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმში “საგურამოს” დაჯილდოვების მეთოთხმეტე ცერემონიალი გაიმართა,სადაც ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებილი ღვაწლისათვის, გამოჩენილ მწერლებს, სიგელები და ფულადი ჯილდოები, სხვადასხვა ნომინაციაში, გადაეცათ.
ილიას მედალი “მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა” მიენიჭა გურამ გეგეშიძეს.
პრემიის “საგურამო” და ილიას მედლის 2016 წლის ლაურეატები გახდნენ:
● პოეზია – ჯარჯი ფხოველი;
● პროზა – არჩილ ქიქოძე;
● თარგმანი – ლერი ალიმონაკი;
● კრიტიკა – მაია ჯალიაშვილი;
● ხელოვნება – თეიმურაზ მურვანიძე;
● ჰუმანიტარული მეციერებები – ომარ გოგიაშვილი;
● საბავშვო ლიტერატურა – თეა ლომაძე.
პრემიის “საგურამო” და ილიას მედლის მფლობელები ასევე არიან უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ანა კალანდაძე, ანზორ ერქომაიშვილი, , მურმან ჯინორია, რობერტ სტურუა და სხვები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, მწერლები დ ა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.

Visited 232 times, 1 visit(s) today