იმედია მივიღებთ უვიზო მიმოსვლას თუ ივანიშვილი მორიგ მავნებლობას არ ჩაიდენს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჯოზეფ დაულის განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიგა ბოკერია ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, მთავრობის პოლიტიკის შედეგად საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ორი წელი დაეკარგა.

“ქართული საზოგადოება იმსახურებს უვიზო მიმოსვლას ევროპაში და მთელმა საზოგადოებამ ჩვენც მათ შორის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას საერთაშორისო ასპარესზე წარმოადგენს მისი მთავრობა. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელმაც თავისი მავნებლობით, უნიათობით და უბრალოდ სიზარმაცით ჯერ ორი წელი დაგვაკარგინა, ახლა კითხვის ნიშნები გააჩინა და აგრძელებს ოპონენტების მხარეს ხელის გაშვერას და იმ ხალხზე თავდასხმას ვის ხელშიც არის ეს ყველაფერი. ამის მიუხედავად იმედი მაქვს, რომ მივიღებთ უვიზო მიმოსვლას თუ ივანიშვილი მორიგ დიდი მასშტაბის მავნებლობას არ ჩაიდენს,“ – აღნიშნა ბოკერიამ.

ჯოზეფ დაული რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

Visited 142 times, 1 visit(s) today