იმედი გვაქვს ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას სექტემბრის ბოლომდე მიიღებს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ვითარება ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა, თუმცა ”ევროპაში ჩასვლისას მოქალაქეებმა არ უნდა მოითხოვონ, თუ რატომ არ ააშენა ივანიშვილმა ქვეყანა ევროპულ დონეზე 3-4 წელიწადში”.

”ძალიან ეფექტური მთავრობა გვყავს. ვერც ერთ არგუმენტს ვერ დამისახელებს ვერც ”ტაბულა” და ვერც ”რუსთავი 2”, რომ რაც იყო უკეთესი ”ნაციონალური მოძრაობის” დროს და დღეს გაუარესდა. რეგიონებში მართლაც უამრავი პრობლემაა, მაგრამ ჩვენი მთავრობა მაინც ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ედრება – ესპანეთი, იტალია, ლიტვა და მათზე წინაც ვართ. 3-4 წელში ჩვენ შევიცარიას ვერ დავეწეოდით. იმედი გვაქვს ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ ან ახლა თუ არა სექტემბერში მაინც. თუმცა იქ ჩასვლისას, ხალხს მოვუწოდებ, ნუ გაუჩნდებათ ცდუნება, რომ ივანიშვილი ვალდებული იყო, რომ ასეთი აეშენებინა 3-4 წელში”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

Visited 109 times, 1 visit(s) today