იმერეთის გუბერნატორი „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო პიკნიკს დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი, თბილისისა და თელავის შემდეგ, ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
პიკნიკზე “საბავშვო მეცნიერებისა” და “ინოვაციური პროექტების” ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე მორგებული გამოფენები იყო წარმოდგენილი.
დამთვალიერებლებს უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტის და გამოგონების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ. პიკნიკში ბრიტანული სამეცნიერო შოუს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი ესწრებოდნენ.

Visited 204 times, 1 visit(s) today