იმერეთის გუბერნიაში კულტურის სტრატეგიის განხილვა მოეწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „კულტურის სტრატეგია 2025“ – ის განვითარების ფარგლებში რეგიონის მოკლევადიანი გეგმის შემუშავების პროცესი დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი კულტურის სფეროში ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს განსაზღვარვს. სტრატეგიის განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და კულტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელ skype-ის მეშვეობით შედგა. მხარეებმა ისეთ თემებზე გამართეს კონსულტაციები, როგორებიცაა: პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიის ჭრილში, სამოქმედო გეგმის ფორმატი და მისი შემუშავების მეთოდიკა. საქართველოს მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი – „კულტურის სტრატეგია 2025“ მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციისა და შეხვედრების შედეგად, 2016 წელს დაამტკიცა.

Visited 151 times, 1 visit(s) today