იმერეთის გუბერნიაში საშიშ გეოლოგიურ პროცესებზე იმსჯელეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის შეფასება, მათი გააქტიურების მიზეზების დადგენა და სტიქიის საშიშროებისგან მოსახლეობის დაცვა–ადაპტაცია წარმოადგენს.
სააგენტოსგან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ შესაბამისი რეაგირებისთვის. რადგან, ხშირად ადგილზე სიტუაციის შეფასების შემდეგ დგინდება, რომ გამცხადებლის სახლი დაზიანებულია სიძველის ან მოუვლელობის გამო.
სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მართავს.

Visited 151 times, 1 visit(s) today