იმერეთის რეგიონში მცხოვრებ 60 ეკომიგრანტ ოჯახს კერძო სახლი გადაეცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით იმერეთის რეგიონში მცხოვრები 60 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის გამო, რომ არ იცოდნენ როდის დაინგრეოდა მათი სახლები ან როდის წაიღებდა მეწყერი. ამ ოჯახებს დღეს აქვთ თავისივე არჩეული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.

Visited 870 times, 1 visit(s) today