იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს ფასდაკლებით ჩაუტარდებათ უსისხლო ოპერაციები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და საეკლესიო საავადმყოფოს მმართველმა, მეუფე კალისტრატემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს: ქირურგიაში, თერაპიაში, პედიატრიაში, ოფთალმოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, დერმატო-ვენეროლოგიაში, ჩირქოვან ქირურგიაში, პროქტოლოგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, ნევროპათოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, ალერგოლოგიაში, ინფექციურ დაავადებებსა და ჰეპატოლოგიაში.
მემორანდუმის თანახმად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს ფასდაკლებით ჩაუტარდებათ უსისხლო ოპერაციები.

Visited 205 times, 1 visit(s) today