იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და ტურიზმის მიმართულებით 2019 წელს განხორციელებული პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე 2020 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2020 წლიდან ემატება ახალი ტერმინალი, იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.

Visited 91 times, 1 visit(s) today