იმერეთში რიგით მეორე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ყველა ის სერვისი იქნება, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.
ასევე, თბილისიდან დისტანციურად ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. ტრენინგებში ჩაერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე.

Visited 206 times, 1 visit(s) today