იმერეთში, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მოადგილეებმა: ბესიკ გოფოძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, დაინტერესებულ პირებს 2020 წელს დაგეგმილი პროექტებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან მომავალ წელს გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად, ვიდრე წინა წლებში იყო განსაზღვრული. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო 2020 წლის პროექტების შეძენა, რადგან მოცემულ ვადებში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შეხვედრაზე მიმდინარე წლის შედეგებიც განიხილეს და აღინიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და დაკონტრაქტების მაჩვენებლით, 2018 წლის ბოლოს არსებული შედეგები გაუმჯობესებულია. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამუშაოების ხარისხსა და მოცემულ ვადებში დასრულებაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Visited 123 times, 1 visit(s) today