იმერეთში “სოკარ ჯორჯია” – ს მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლის მახლობლად, “SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას დაესწრო. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ კომპანია “SOCAR”-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მთავრობის და კომპანია “SOCAR”-ის სხვა წარმომადგენლები და აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები. ავტოგასამართი სადგურის გარდა, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონას სათამაშო ავტომატებით, კაფე-მარკეტს “Way Mart”, კვების ობიექტებს “Dunkin Donuts” და “Wendy’s”, სააფთიაქო ქსელს “GPC”, ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება” მაღაზიას და ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისათვის.

Visited 95 times, 1 visit(s) today