ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა.მინისტრის მოადგილემ ნიკოლა სარკოზის მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის.
საყურადღებოა,რომ ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის რანგში საქართველოს არაერთხელ ეწვია, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც უკრაინის, ლიეტუვას, პოლონეთის, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
ნიკოლა სარკოზი საქართველოს იმავე წლის 12 ოქტომბერს ესტუმრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღსანიშნავია,რომ მისი პრეზიდენტობის დროს, როდესაც საფრანგეთი ევროკავშირს თავმჯდომარეობდა ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით ხელი მოეწერა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

Visited 107 times, 1 visit(s) today