ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა წვიმამ დააზიანა შიდასასოფლო გზები და ხიდები. დაიტბორა საყანე ფართობები. “ტვირთის ღელის” ადიდების შედეგად, ამაღლების თემში მთლიანად განადგურდა 6 ჰექტარი სავარგული. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღნუსხვის მიზნით აგრძელებენ სოფლების შემოვლას.
Visited 263 times, 1 visit(s) today