ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესში ახალ ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი ცხადდება. www.hr.gov.ge – ზე უკვე განთავსდა ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 სხვადასხვა ვაკანსიაზე, მათ შორისაა – აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის, არქიტექტორის, საინჟინრო შეფასების სპეციალისტისა და პროექტის მენეჯერის პოზიციები.
უახლოეს მომავალში კონკურსი ვაკანსიებზე გამოცხადდება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ღიაობის პრინციპით, პირველ რიგში პროფესიონალი, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა კადრების შერჩევას.

Visited 172 times, 1 visit(s) today