ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს. ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის II ეტაპის ფარგლებში სამუშაოები სულაბერიძის შესახვევში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა ბაზალტის ბორდიურები და დაიგო დეკორატიული ფილები. სულაბერიძის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 239 000 ლარი გამოიყო.
პარალელურად დაიწყო ბონი-გოროდოკის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც 19 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე სამუშაოები 7 ქუჩაზე მიმდინარეობს. დღესვე დასრულდება მაქაცარიას ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები. ბონი-გოროდოკის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ 954 ათასი ლარი დაიხარჯება.

Visited 167 times, 1 visit(s) today