იმერერთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა, გიორგი ჭიღვარიამ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ გოგსაძემ რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით 5 საბავშვო ბაღი შენდება. ერთი სკოლამდელი დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და გაბიონების შენების პროცესსაც გაეცნენ.
Visited 151 times, 1 visit(s) today