მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს (II ეტაპი).
პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
წყალგაყვანილობა და კანალიზაცია;
შიდა ელექტრო მომარაგების მოწყობა;
ტიხრის მოწყობა სამშენებლო ბლოკით;
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები;
შიდა კედლების შეღებვა;
ლამინატის, კაფელისა და მეტლახის მოწყობა;
პროექტის ღირებულება 56 6400 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დამბა“ ასრულებს. სამუშაოზე დასაქმებულია – 10 ადგილობრივი.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ჯამბულ გეგეჭკორთან ერთად დაათვალიერა.
საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.