ირაკლი აბუსერიძემ ისნის მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

ისნის მაჟორიტარულ ოლქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა მიმდინარეობასაც აქტიურად აკვირდება ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე. ირაკლი აბუსერიძემ ამჯერად კახეთის გზატკეცილის N3ა კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მოინახულა საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, დედაქალაქის მერიის წარმომადგენელ, დავით დოღონაძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად. მაჟორიტარი დეპუტატი ასევე შეხვდა მოსახლეობას და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

Visited 133 times, 1 visit(s) today