ირაკლი კობახიძემ ირანელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური პარლამენტის სპიკერს, ალი ლარიჯანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და 2017 წლის 19 იანვარს, სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომა გამოუცხადა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ თეირანში, „პლასკოს” სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ ირანის ისლამურ პარლამენტს, მთავრობას და სრულიად ირანელ ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულფასოვან გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Visited 115 times, 1 visit(s) today