ირაკლი კობახიძემ ლატვიის პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს რაიმონდს ვეიონისს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რამდენიმე დღის წინ, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების რვიანის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის პრეზიდენტს აგრეთვე გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და მიმდინარე საკითხები.

Visited 173 times, 1 visit(s) today