ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საუფლო დღესასწაული მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საუფლო დღესასწაული მიულოცა.

„სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ მარიამობას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული ჩვენთვის, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის. გისურვებთ ყველას ბედნიერებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ წირვის დასრულების შემდეგ.

Visited 131 times, 1 visit(s) today