ირაკლი კობახიძემ უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს, ანდრიი პარუბის უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე და ანდრიი პარუბი მცხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ კოლეგას ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და დედათა მონასტერი დაათვალიერებინა.
უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ეწვია და თარიღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

Visited 145 times, 1 visit(s) today