ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იანჩისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა შეაფასეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Visited 77 times, 1 visit(s) today