ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ტედ პოს და ჯერი კონოლის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა მეგობართა ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო საქართველოს წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის წევრებს ხვდება. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ძლიერდება. საქართველო მიისწრაფის დასავლეთისკენ და ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, მაგალითად, ავღანეთში. განვიხილეთ საერთო საკითხები. შეხვედრა დავტოვეთ იმ რწმენით, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ახლო მეგობრები და მოკავშირეები არიან.
შეერთებული შტატების კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს და ეს საკანონმდებლო დონეზეც ვაჩვენეთ.

მივიღეთ არა ერთი რეზოლუცია. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხზე მორიგი რეზოლუცია მივიღოთ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენი საერთო ინტერესები“,- განაცხადა ტედ პომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Visited 162 times, 1 visit(s) today