ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ
ეს განცხადება, ბუნებრივია, არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერა, და ეს განცხადებაც, ბუნებრივია არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 127 times, 1 visit(s) today