ირაკლი კობახიძე, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე, ასევე, მისი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესახებ ესაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს და რეგლამენტით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ცვლილებებს, მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმასა და სამომავლო გეგმებს. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდულ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

Visited 99 times, 1 visit(s) today