ირაკლი კობახიძე ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრებს, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე. შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.​ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

Visited 32 times, 1 visit(s) today