ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც, პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში გუშინ გაიმართა. ხაზი გაესვა რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. კარლ ჰარცელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში და ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერით უზრუნველყოფს. საუბარი, ასევე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წარმატებული სამუშაო პროცესისა და ფართო კონსენსუსის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებას ემსახურება. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების პროცესში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის მსგავსად, ფართო ჩართულობით წარიმართოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის პროცესიც.

Visited 58 times, 1 visit(s) today