ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბრის ერთერთი მთავარი თემა იყო მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Visited 166 times, 1 visit(s) today