ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას გულისხმობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას და ეს საკითხი დეტალებში განვიხილეთ. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია შედიან.

Visited 129 times, 1 visit(s) today