ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კომპეტენციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება რეფორმის პროცესში ევროპელი პარტნიორების ჩართულობას და მათთან თანამშრომლობას.

Visited 112 times, 1 visit(s) today