ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტად ესტონეთში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე ორ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

„ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ. იგი პიროვნულად ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მხარდამჭერია. ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე – როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საქართველოში ესტონელი ბიზნესპარტნიორების ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საუბარი გვქონდა იმ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყნებში ვითარდება. დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ესტონეთში ვიზიტს აგრძელებს. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი შედიან.

Visited 116 times, 1 visit(s) today