ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მეგან ფიცჯერალდი, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი, ანა-ლიზა შატელენი და ექსპერტები – ანდრაშ შაიო და მიშელ რივე შედიან. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვალისწინებული რეკომენდაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას უკავშირდება. დელეგაციის წევრები მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, მათ აგრეთვე, მაღალი შეფასება მისცეს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას.

Visited 103 times, 1 visit(s) today