ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ დამკვირვებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, მშვიდობიან გარემოში და უმაღლესი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საარჩევნო კამპანიის პროცესში არსებული გამოწვევები.

Visited 132 times, 1 visit(s) today