ირაკლი კობახიძე ექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელარუსის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მათივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დინამიური გახდა.
თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც, მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის, ასევე, თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილების გაღრმავება.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე გამახვილდა. ისაუბრეს მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

Visited 134 times, 1 visit(s) today