ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორ ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა. მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს. „ვისაუბრეთ საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა რეფორმირება უნდა განხორციელდეს – მათ შორის, პარლამენტთან, მართლმსაჯულების სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქრისტოფ დეგენჰარტმა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Visited 157 times, 1 visit(s) today