ირაკლი კობახიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვარშავაში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაჟოვიჩთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძე და ივან ბრაჟოვიჩი აქტიურ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ივან ბრაჟოვიჩი საქართველოში მოიწვია.

Visited 134 times, 1 visit(s) today